ჩვენს შესახებ

მარველ საქართველო არის მარველ დისტრიბუციის ჰოლდინგის წევრი.

მარველ დისტრიბუცია დაარსდა 1991 წელს და წარმოადგენს უმსხვილეს ფართო პროფილურ დისტრიბუტორ კომპანიას მობილური, კომპიუტერული, სერვერული და ქსელური მოწყობილობების, პროგრამული უზრუნველყოფის, კავშირგაბმულობის და პორტატული ტექნიკის მიმართულებით.

კომპანიის პორტფელში წარმოდგენილია 170-ზე მეტი მწარმოებელი.

კომპანიის ოფისები განთავსებულია საქართველოში, აზერბაიჯანში, სომხეთში, უზბეკეთში, ყაზახეთსა და რუსეთში.

საქართველოს ოფისი გაიხსნა 2013 წელს.

ჩვენ ვთანამშრომლობთ საცალო ბაზრის ყველა მსხვილ პარტნიორთან (საყოფაცხოვრებო ტექნიკისა და ელექტრონიკის ქსელები, საკომუნიკაციო ოფისები, დამოუკიდებელი IT საცალო ვაჭრობა, ონლაინ მაღაზიები, მცირე მეწარმეები და ა.შ.), საპროექტო კომპანიებთან (სისტემის ინტეგრატორები, კორპორატიული გადამყიდველები) და ასევე ვავითარებთ IT ბაზრისთვის არატრადიციულ გაყიდვების არხებს.

ჩვენი სტრატეგია

ვართ მნიშვნელოვანი რგოლი მომწოდებლებსა და პარტნიორებს შორის, ფართო ასორტიმენტისა და მაღალი ხარისხის პროდუქტებისა და მომსახურების მიწოდების გამო,  ჩვენ ვართ ლიდერები საქართველოს ბაზარზე. პარტნიორებს ვთავაზობთ ხელსაყრელ პირობებს და მუდმივად ვანვითარებთ სადისტრიბუციო არხებს.

ჩვენი მისია

საქართველოში ვიყოთ უახლესი ინფორმაციული ტექნოლოგიების გამტარები, რომ ვუზრუნველყოთ IT ბაზრის განვითარება, ვიყოთ საიმედო პარტნიორი ჩვენი მომწოდებლებისა და მომხმარებლებისთვის, ხელი შევუწყოთ მათი ბიზნესის მომგებიანობის ზრდას.

მომწოდებლებისთვის - შევქმნათ ფასეულობა სამუშაო ეფექტურობის გაუმჯობესებით, მოთხოვნის წარმოქმნით, ფართო განაწილების არხზე და ბაზრის სხვადასხვა სეგმენტზე წვდომით.

პარტნიორებს - ვუქმნით მომგებიან პირობებს. მოქნილი ინდივიდუალური მიდგომის საფუძველზე, ვაყალიბებთ უნიკალურ შეთავაზებებს, ვთავაზობთ მარკეტინგული მხარდაჭერას, თანამედროვე ფინანსურ, ლოგისტიკურ, საკონსულტაციო და ელექტრონულ მომსახურებას.