19 ოქტომბერი 2016

Lenovo Ideapad Miix 310

პატარა მოწყობილობა, რომელსაც დიდი შესაძლებლობები გააჩნია. თუ აპირებთ თქვენი ბავშისთვის შეიძინოთ მისი პირველი კომპიუტერი, ან თქვენთვის ეძებთ მეორე, დამხმარე კომპიუტერს, Lenovo Ideapad Miix 310 არის იდეალური ვარიანტი ამისათვის, რომლის ნებისმიერ ადგილას წაიღებას შესძლებთ. იმის გარდა, რომ ტაბლეტის ელემენტს შეუძლია მთელი დღის განმავლობაში იმუშაოს, იგი აღჭურვილია Atom x5 პროცესორით, რომელსაც საკმარისი სიძლიერე და სისწრაფე გააჩნია, რომ შეასრულოს თქვენი დავალებები.

ტაბლეტი საკმაოდ მსუბუქია. მისი წონა, 1.1კგ-ს შეადგენს კლავიატურასთან ერთად. კლავიატურის გარეშე კი, ტაბლეტის წონა 590 გრამს არ აღემატება.

მიკრო-USB 2.0, მინი-HDMI და ჩართვის ღილაკი ტაბლეტის მარჯვენა მხარეს არის განლაგებული, სადაც ასევე შეხვდებით microSD ჩასადებს და ხმის ამწევ და დამწევ ღილაკებს.

Ideapad Miix 310-ს გააჩნია 10.1 ინჩიანი დისპლეი, რომელიც გვთავაზობს 1280 x 800 პიქსელ გაფართოებას.

ტაბლეტს მოყვება ოფიციალური Windows 10. მას ასევე გააჩნია LTE მხარდაჭერა.

ტაბლეტის მახასიათებლები:

  • მწარმოებელი: Lenovo
  • მოდელი: IDEAPAD Miix 310
  • თაჩქსქრინი (multifinger სენსორული)
  • ეკრანის დიაგონალი: 10.1
  • რეზოლუცია: 1280 x 800
  • პროცესორის ტიპი: Intel® Atom™ X5 Z8350
  • სიხშირე: 1830
  • ოპერატიული მეხსიერება: 2GB DDR3L
  • ოპერაციული სისტემა: Windows 10 Home
  • მყარი დისკი: 64GB
  • ინტერფეისი: Micro HDMI™, microSD™, Card Reader, Audio Combo Jack, Micro USB 2.0, 2 x USB 2.0 
  • SD, SDHC, SDXC
  • 4.0
  • 802.11 b/g/n
  • წონა: 1.1 კგ

სიახლეები უკვე გაყიდვაში