26 ოქტომბერი 2015

«Marvel Georgia» Lenovo-ს ოფიციალური დისტრიბუტორი გახდა

ამა წლის სექტემბერში კორპორაცია Lenovo-მ და Marvel Georgia-მ გააფორმა ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებს Lenovo-ს მიერ წარმოებული კომპიუტერული ტექნიკის დისტრიბუციას საქართველოში.

Lenovo-ს წარმომადგენლობის აზრით ეს ხელს შეუწყობს პროდუქციის სრულად წარმოჩენას ქართულ ბაზარზე.

Marvel Georgia-ს დირექტორის ზურაბ მუნჯიშვილის განცხადებით კომპანია გააკეთებს ყველაფერს, რათა ქართველმა მომხმარებელმა მიიღოს Lenovo-ს მიერ წარმოებული ინოვაციური და უკვე საყოველთაოდ აღიარებული მოდელები.

ამასთან კომაპნია თავის პარტნიორებთან ერთად გეგმავს აქციებს რომელიც ხელს შეუწყობს Lenovo-ს პროდუქციის გაყიდვების ზრდას  ბაზრის ყველა სეგმენტში.

Lenovo სიახლეები