30 ივნისი 2015

25—28 ივნისს კომპანია „მარველ გეორგიამ“

www.htc.com/ruwww.keneksi.com/en/

კლდეზე მცოცველთა და მთასვლელთა საერთაშორისო ფედერაციის“  საქართველოს წარმომადგენლობის

დახმარებით კომპანიის პარტნიორებისათვის გააკეთა ალპინიადის ორგანიზება „ ჭაუხებში“. ოთხდღიანი ღონისძიების მიზანი იყო  ლეგენდარული ქართველი მთასვლელისა და ფოტოხელოვანის გურამ თიკანაძის სახელობის მწვერვალზე ასვლა( ზღვის დონიდან 3 440 მეტრი)

სულ ალპინიადაში მონაწილოება მიიღო საქართველოს წამყვანი კომპიუტერული კომპანიების 30 წარმომადგენელმა. ეს იყო საქართველოში პირველი ასეთი ტიპის ღონისძიება და რთული კლიმატური პირობებიდან გამომდინარე მიზანი იყო მიღწეული და განხორციელდა მწვერვალზე წარმატებული ასვლა.

იმედს ვიტოვებთ, რომ  რთული კლიმატური პირობების მიუხედავათ მონაწილეებს  დარჩათ მხოლოდ პოზიტიური მოგონებები და რაც მთავარია სურვილი რომ კიდევ ერთხელ წავიდნენ მთაში.

ყველასათვის ეს იყო პირველი მწვერვალი და იმედა ვიტოვებთ, რომ არა უკანასკნელი! ჩვენ კი მზად ვართ თუ იქნება კიდევ სურვილი, უახლოს მომავალში გავაკეთოთ ანალოგიური ღონისძიება.

პერსონალურად მადლობას ვუხდით ბატონ ზურაბ კუჭავას და მის ჯგუფს წარმატებული ასვლის ორგანიზებაში. 

აი, ემოცია, რაც ალპინიადის მონაწილეებმა დაწერეს თავის კელებზე სოციალურ ქსელებში:

  • წამოსვლამდე ბევრს ვფიქრობდი შევძლებდი თუ არა 3 დღე კარავში ძილს, მიღირდა თუ არა ეს ყველაფერი და ....მაგრამ მინდა გითხრათ რომ არცერთი პროცენტითაც არ ვნანობ ჩემს გადაწყვეტილებას, რადგან ვეზიარე ნამდვილ სილამაზეს, თავისუფლებას და მოვიწამლე ამით! და რაც მთავარია შევიძინე ახალი და ძალიან მაგარი მეგობრები!!! ეს ის ადგილია სადაც შიშვლდება ადამიანის ბუნება და სიყალბე გამორიცხულია.. სადაც როცა გცივა საკუთარს იხდიან და გაცმევენ, სადაც ავად ხარ და წამალს საიდანღაც "ჩითავენ", სადაც მშიერს არავინ დაგტოვებს, არავინ წაგაქცევს და უკან არ ჩამოიტოვებს.. კიდევ უამრავს დავწერდი.. მოკლედ, მე თქვენ მიყვარხართ და საქართველო!” 
  • ჭიუხები გვიყურებენ ზემოდან,
     ჩვენ კი მათი სილამაზე გვამონებს ჩვენ შევცქერით, როგორც მონა მეომარს
    სილამაზის უსაზღვრობა გვამონებს.
    სილამაზე ამ მთის მართლაც მაოგნებს,...
    როგორც მიჯნურს სატრფოს შეყრა მარადის,
    მოდით ვიყოთ, მთის და ბარის მიჯნურნი
    და გვიყვარდეს საქართველო მარადის!
     

კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველა მონაწილეს და კიდევ ერთხელ გილოცავთ პირველ მწვერვალს! 

მეტი ფოტო →

HTC სიახლეები