საგარანტიო პირობები

 

გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად, გთხოვთ ყურადღებით შეისწავლოთ ინსტრუქცია, გარანტიის პირობები და შეამოწმოთ საგარანტიო ტალონის შევსების სისწორე. საგარანტიო ტალონი ძალაშია მხოლოდ სწორად და გარკვევით შევსების შემთხვევაში.

მოდელი და სერიული ნომერი უნდა შეესაბამებოდეს საგარანტიო ტალონში მითითებულს.

საგარანტიო ტალონი ბათილად ჩაითვლება, თუ მონაცემები შეცვლილია, წაშლილია, ან ფიფქით აღნიშნული აუცილებელი ველები არ არის შევსებული.

სავალდებულოა ასევე სერვის ცენტრში წარადგინოთ ქვითარი და ტელეფონთან თანდაყოლილი საფირმო, საგარანტიო ფურცელი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

ამ შემთხვევაში გირჩევთ მიმართოთ გამყიდველ ორგანიზაციას ახალი საგარანტიო ტალონის მისაღებად, რომელიც შეეფერება ზემოთ პირობებს, ან წარადგინოთ საბუთები, რომლებიც დაადასტურებენ საქონლის გაყიდვის ფაქტს და თარიღს (სასაქონლო ან სალარო ქვითრები).

იმ შემთხვევაში, თუ გაყიდვის თარიღის დადგენა შეუძლებელია, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მომხმარებელთა უფლებების დაცვიშ შესახებ, საგარანტიო ვადა გამოანგარიშდება საქონლის გამოშვების თარიღიდან.

ამ საგარანტიო ტალონით გამყიდველი ორგანიზაცია ადასტურებს თავის თავზე აღებულ ვალდებულებებს, დამამზადებლის მიზეზით საქონელში წარმოშობილი ნაკლის აღმოჩენისას, დააკმაყოფილოს მომხმარებელთა მოთხოვნები, დადგენილი მოქმედი კანონმდებლობით მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ.

კომპანია იტოვებს უფლებას უარი განაცხადოს საგარანტიო მომსახურებაზე, საგარანტიო პირობების დარღვევის შემთხვევაში.

 

საგარანტიო პირობები:

  1. საგარანტიო ვადა მობილურ ტელეფონზე, აკუმულატორებზე, რომლებიც შედის მობილური ტელეფონის კომპლექტში, ან ჩაშენებულია მობილურ მოწყობილობაში, შეადგენს 1 წელს გაყიდვის დღიდან.
  2. კომპლექტაციაში შემავალ აქსესუარებზე, კერძოდ: ყურსასმენებზე, დამაკავშირებელ კაბელებზე, და დამტენებზე ვრცელდება ერთიდან სამ თვემდე გარანტია (თუ არ ეწინააღმდეგება მწარმოებლის საგარანტიო პირობებს).
  3. ყიდვიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში, რაიმე ქარხნული წუნის  შემთხვევაში ნივთი შეიცვლება ახლით, ტექპოინტის, (ბელიაშვილის №8) ან სერვის პლაზას დასკვნის საფუძველზე (ნივთი შეიცვლება თუ კომპლექტაცია არის სრული, ყუთი, დამტები,  ყურსასმენი, აგრეთვე ტექნიკა არ უნდა იყოს ფიზიკური წუნის მქონე).
  4. დაზიანებული დეტალების შეცვლა, საგარანტიო პირიოდის ფარგლებში, არ იწვევს ახალი საგარანტიო ვადების დადგენას მოწყობილობაზე, აქსესუარებზე ან  შეცვლილ დეტალებზე.
  5. საგარანტიო მომსახურებას არ ექვემდებარება კომპლექტში შემავალი ქვემოთ მოყვანილი აქსესუარები: შალითები, ჩანთები, ღვედები, გადამყვანი კაბელები, სამონტაჟო მოწყობილობები, ინსტრუმენტები, ნაწარმთან თანდართული დოკუმენტაცია.
  6. საგარანტიო ვალდებულებები და უფასო მომსახურება არ ვრცელდება შემდეგ შემთხვევებში: ა) თუ ნაწარმი გამოყენებულ იქნა არა პირდაპირი დანიშბულებით; ბ) ინსტრუქციაში და სხვა მომხმარებლისთვის ნაწარმთან ერთად გადაცემულ დოკუმენტაციაში აღწერილი ნაწარმის ექსპლუატაციის წესების დარღვევის შემთხვევაში; გ) თუ ნაწარმს აქვს არასანქცირებული შეკეთების ცდის ნიშნები; დ) თუ მოწყობილობის მწყობრიდან გამოსვლა გამოწვეულია მექანიკური დაზიანებით, ნესტის მაღალი დონით, მაღალი ან დაბალი ტემპერატურით, ნაწარმში უცხო ნივთიერების მოხვედრით (საგნების, სითხის, მწერების და ა.შ.); ე) თუ დაზიანება გამოწვეულია ვირუსების და მათი ანოლოგიური პროგრამების ზემოქმედებით, პაროლის დაყენებით ან შეცვლით, სტანდარტული პროგრამული უზრუნველყოფის მოდიფიცირებით და დაყენებით, მესამე პირთა პროგრამული უზრუნველყოფის მოხმარებით; ვ) თუ დეფექტი გამოწვეულია ნაწარმის ბუნებრივი ცვეთის გამო. ბუნებრივ ცვეთაში იგულისხმება მოწყობილობის ექსპლუატაციის შედეგად გამოწვეული ტექნიკური და გარეგნული მდგომარეობის ცვლილება ხანგრძლივი მოხმარების გამო; ზ) თუ დეფექტი გამოიწვია არაორიგინალმა აქსესუარებმა (აკუმულატორი, დამტენი მოწყობილობა და ა.შ.)
  7. სერვის ცენტრში ტელეფონის მიტანის წინ, გირჩევთ შეინახოთ თქვენთვის მნიშნელოვანი ინფორნმაცია, რადგან შეკეთებისას ეს ინფორმაცია შესაძლოა წაიშალოს.

 

გამყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია დააკმაყოფილოს მომხმარებელი საგარანტიო ტალონში მითითებული პირობების შესაბამისად, წუნდებული ტექნიკის სერვის ცენტრში მიღებიდან არაუგვიანეს 45 სამუშაო დღისა.

 

 

 

 

მისამართი: ტექპოინტი,  ძველი თბილისის რაიონი, ფხოვის ქ., 2. 0105, თბილისი, საქართველო

ტელეფონი (+995 32) 242 22 15

საგარანტიო პირობები